''ვემსახურები საქართველოს” - ასე ჰქვია გადაცემას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში, დღეს იწყება და ეთერში ყოველ კვირას 18 საათსა და 30 წუთზე გავა. გადაცემა ამ დროისთვის ქართულ ტელე - სივრცეში ერთადერთია, რომელიც სამხედრო თემატიკას ეხება და შემეცნებითი ხასიათისაა.
ქვეყნის შეიარაღებული ძალები, ქართული ჯარისთვის დაკისრებული მისია და შეიარაღება - ეს ის მთავარი მიმართულებები იქნება რაზეც ავტორი და ჟურნალისტი გიორგი წეროძე და ოპერატორი ვახო თურმანიძე იმუშავებენ.