მზადება სტადიონის მშენებლობის დაწყების ცერემონიისთვის

20 იანვარი 2018, 00:00 6287 ნახვა

საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი ხვალ ბათუმში. შენობის საძირკველში სიმბოლურ  კაფსულა   ჩაეშვება. ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით აშენდება.  მისი ღირებულება 99 448 408 ლარია. 20 000 მაყურებელზე   გათვლილ  სტადიონს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ანაგი" ააშენებს. ობიექტი  3 წელში უნდა ჩაბარდეს. ახალი მოედნის მშენებლობის დასრულებამდე ფეხბურთელები ანგისაში, ბათუმის “დინამოს” საწრთვნელ ბაზაზე ივარჯიშებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი