ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას საფუძველი ხვალ ჩაეყრება

20 იანვარი 2018, 00:00 4849 ნახვა

ხვალ, ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი. შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაეშვება. გაწმენდითი სამუშაოები უკვე დასრულდა და ადგილი შემოიღობა.

ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით აშენდება, რომლის ღირებულება 99 448 408 ლარია. სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ანაგი" აშენებს.

ამავე კატეგორიაში