გამწვანების სამსახურის ახალი უფროსი

19 იანვარი 2018, 00:00 2513 ნახვა

„ქობულეთის გამწვანების” უფროსმა თანამდებობა  დატოვა.   მერიაში აცხადებენ, რომ ვახტანგ ნემსაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა. იგი ზვიად რომანაძემ ჩაანაცვლა, რომელიც იგივე უწყებაში სპეციალისტად მუშაობდა.  ქობულეთის მერის მოადგილის ინფორმაციით, აიპი სამსახურებში ამ დროისთვის სხვა სახის საკადრო ცვლილებები არ მიმდინარეობს.  

ამავე კატეგორიაში