მესამე სექტორი მოსამართლეთა კონკურსს აფასებს

19 იანვარი 2018, 00:00 2756 ნახვა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაასრულა 2017 წლის 16 ოქტომბერს მოსამართლეთა შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი. რომლის მიხედვითაც, მიუხედავად დღემდე განხორციელებული რამდენიმე საკანონმდებლო რეფორმისა მოსამართლეთა დანიშვნის პრაქტიკა არ გაუმჯობესებულა და კვლავაც მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს.

სასამართლოებში არსებულ 52 ვაკანტურ პოზიციაზე 84 კანდიდატი დარეგისტრირდა, მათგან ფორმალური შემოწმება გაიარა და გასაუბრების ეტაპზე გადავიდა 82.  პოზიტიურად ფასდება გასაუბრების ეტაპზე დასმული შეკითხვების ხარისხი. ნეგატიურად კი კანდიდატების დიდი ნაწილის მიერ გასაუბრების ეტაპის დახურვა.

ცალსახად ნეგატიურად შეფასდა იმ კანდიდატებთან  დახურულ ფორმატში გასაუბრება, რომელთან დაკავშირებითაც ნეპოტიზმის შესაძლო რისკები და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა. მესამე სექტორის რეკომენდაციაა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეცვალოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მოსამართლეობის  კანდიდატებთან გასაუბრება ტარდება დახურულ სხდომაზე; და დროულად დაიწყოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ძირეული რეფორმა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი