მართმადიდებლები 19 იანვარს, ნათლისღებას ბათუმში განსხვავებულად ხვდებიან.
ტაძრებში სადღესასწაულო წირვის შემდეგ, უკვე ტრადიციულად, ზღვაში ჩადიან.
ნათლისღებას ცოდვისგან განბანის ტრადიციული რიტუალი ღამის 12 საათზე სრულდება.
ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსი მრევლთან ერთად სანაპიროსკენ მსვლელობას იწყებს.
სანაპიროზე სასულიერო პირები ლოცვას აღავლენენ და ზღვას აკურთხებენ, ამის შემდეგ მორწმუნეები ზღვაში შედიან.
ტრადიცია აჭარაში ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსი მეუფე დიმიტრიმ წლების წინ დაამკვიდრა.