სტიქიის პირველადი მონაცემები

30 ივნისი 2016, 00:00 3358 ნახვა

პირველადი მონაცემებით სტიქიამ ქედის მუნიციპალიტეტი 400 ათასი ლარით დააზარალა. ქედაში სტიქიის შემსწავლელი კომისიის სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება.  თუ  რა რაოდენობის ზარალი მიაყენა სტიქიამ ქედას, საბოლოოდ გეოლოგიური დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი. ამ დრომდე მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია 55 აბონენტს არ მიეწოდება. ტექნიკური ჯგუფები დილიდან მუშაობენ და აღდგენითი სამუშაოები ოთხი მთის მიმართულებით მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დაიწყება სოფელ გეგელიძეებისა და წონიარისის საუბნო გზების გაწმენდა. 

ამავე კატეგორიაში