საქართველოს მოქალაქეების პროტესტი თურქეთის საზღვართან

16 იანვარი 2018, 00:00 9217 ნახვა

საქართველო თურქეთის სასაზღვრო პუნქტთან აქცია მიმდინარეობს. საქართველოს მოქალაქეები ოფიციალური ანკარას გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მათ თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი უვიზოდ 180 დღიდან მხოლოდ 90 დღე შეუძლიათ გადაკვეთონ. 

​2018 წლამდე, საზღვართან მცხოვრები მოქალაქეები, საზღვარს ყოველდღიურად კვეთდნენ. თურქეთში სავაჭროდ და სამუშაოდ დადიოდნენ. 2017 წლამდე, ერთი დღით მეზობელ ქვეყანაში შესვლა არ ითვლებოდა ერთ კალენდარულ დღედ და ეს საშუალებას აძლევდა საქართველოს მოქალაქეებს წელიწადში 365 დღე გადასულიყო თურქეთში.  

მოქალაქეები ითხოვენ, რომ ეს რეგულაცია საქართველოსთან მიმართებაში გაუქმდეს.

სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი

 

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი