პრეზიდენტმა ''მაუწყებლობის შესახებ'' კანონპროექტს ვეტო დაადო

15 იანვარი 2018, 00:00 3010 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა “მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილმა განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. პრეზიდენტმა ვეტო ქვეყანაში მედია პლურალიზმი შენარჩუნების მოტივით ახსნა.

ცვლილებების მიხედვით საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს. ამასთან, დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში.

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები უმრავლესობის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი