საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პასუხი ხელოვანების მოთხოვნაზე. განცხადებაში წერია, რომ აჭარის ტელევიზიის ორი გადაცემა „სცენა“ და „არტექსპერტი“ ეთმობა ხელოვნების, მათ შორის, თეატრის წარმოჩენას, მაუწყებლის მენეჯმენტი წუხილს გამოთქვამს, რომ 11 იანვარს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში საქმიან ფორმატში მსჯელობის საშუალება არ მიეცათ.
დასავლეთ საქართველოს თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები და მსახიობები მაუწყებლის ეთერში “ტელესპექტაკლების” დაბრუნებას ითხოვენ. პროექტი აჭარის ტელევიზიის ეთერში ეთერში 3 წლის განმავლობაში გადიოდა.