მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის პოზიცია ორშაბათს გახდება ცნობილი

12 იანვარი 2018, 00:00 2177 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის შესყიდვების საერთო სისტემიდან გასვლა, კომერციული რეკლამიდან შემოსავლის გაზრდის უფლება და სტარტაპების დაფინანსება – ეს ის ძირითადი საკითხებია, რასაც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები აპროტესტებენ – საუბარია ცვლილებებზე, რომელიც “მაუწყებლობის შესახებ კანონში” დარგობრივი კომიტეტის წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს უფლებას?

გადაწყვეტილების მიღებისთვის გიორგი მარგველაშვილს ვადა 15 იანვრამდე აქვს, მანამდე კი ამ თემასთან დაკავშირებით კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” წევრების მოსაზრებები ანა ნაცვლიშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის რანგში მოისმინა.

ნათი კოპალიანი გაგვაცნობს შეხვედრის დეტალებს პირდაპირ ეთერში, ასევე გვეტყვის როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წევრების პოზიცია. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში