პარლამენტის საქმიანობა - საიას ანგარიში

10 იანვარი 2018, 00:00 1679 ნახვა

პარლამენტის გასული წლის საქმიანობა შეაფასა დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. ანგარიშში მოხვდა დეპუტატების მიერ მიღებული პოზიტიური და ნეგატიური გადაწყვეტილებები. მათ შორის ნეგატიურად შეფასდა “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესული ცვლილება, ოპერატიული სამსახურის შექმნა, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა, “თვითმმართველობის კოდექსში” შესული ცვლილებები და ქალაქებისთვის 3 წლის წინ მინიჭებული სტატუსის გაუქმება.

პოზიტიურადაა შეფასებული “პატიმრობის კოდექსში” შესული ცვლილებები. რაც შეეხება საზედამხედველო საქმიანობას, ერთ-ერთი ხაზგასასმელი ფაქტორი, რაც საია-მ გამოკვეთა სამთავრობო საათს ეხება, რომელიც პარლამენტში არ გამართულა საანგარიშო პერიოდში. 

ამავე კატეგორიაში