თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა - შეფასებები

10 იანვარი 2018, 00:00 3073 ნახვა

ეს იყო მკვლელობა, რომელიც სახელმწიფომ ჩაიდინა მაჩალიკაშვილის მიმართ – ასე გამოეხმაურა პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი. გარდაცვლილის დედა მწვავე ბრალდებას უყენებს სახელმწიფოს – ფიქრობს რომ მაჩალიკაშვილი მართვითი სუნთქვის აპარატიდან გამორთეს.

იგი 26 დეკებერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრეს, ოჯახის ინფორმაციით მას ეძინა და არ უცდია წინააღმდეგობის გაწევა, რა დროსაც სპეცრაზმელები თავს დაესხნენ. ძალის შესაძლო გადამეტების მუხლით გამოძიებაა დაწყებული, თუმცა კონკრეტული შედეგი ჯერ-ჯერობით უცნობია. მაჩალიკაშვილი სუს-მა სხვა 4 პირთან ერთად დააკავა. უფრო ადრე კი თბილისში ჩატარდა სპეცოპერაცია, ლიკვიდირებულია ახმედ ჩატაევი, სწორედ ჩატაევის დახმარებას ედავებიან დაკავებულებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი