პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა

10 იანვარი 2018, 00:00 3136 ნახვა

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც პანკისის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციისას, დაიჭრა, დღეს დილით გარდაიცვალა. მკურნალი ექიმის ინფორმაციით პაციენტის მდგომარეობა დილით დამძიმდა, მას გული ოთხჯერ გაუჩერდა. მიუხედავად მცდელობისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის თითქმის ორი კვირის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

 მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას  სპეცრაზმელმა თავში  დაჭრა.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში