9 იანვარს, მთელი ქვეყნის მასშტაბით აცივდება. ცივი ჰაერის მასები დღის მეორე ნახევრიდან გავრცელდება და ტემპერატურა მკვეთრად დავარდება.
დაბლობში არ ითოვებს, თუმცა მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და დასავლეთის ქარი 20-25 მეტრი წამში.
მაღალმთიან რაიონებში მოთოვს.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ 10 იანვარს, საღამოს გამოიდარებს და 11 იანვარი შედარებით თბილი და მზიანი იქნება.