დაჭრილის მამა პანკისის სპეცოპერაციაზე

06 იანვარი 2018, 00:00 2432 ნახვა

პანკისის სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა 26 დეკემბერს მათ სახლში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. ის ამბობს, რომ მისი ქალიშვილი შეესწრო სპეცრაზმელების დაპირისპირებას და კამათს, რაც სავარაუდოდ თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ტყვიის სროლას უკავშირდებოდა. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, სპეცრაზმელი, რომელმაც გაისროლა, პანიკაში იყო და სხვები მისთვის იარაღის წართმევას ცდილობდნენ.

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის უცხოურ კლინიკაში გადაყვანაზე პასუხს რამდენიმე ქვეყნიდან ელოდებიან. ექიმის ინფორმაციით პაციენტის მიღებაზე უარი გერმანულმა კლინიკამ თქვა,  პასუხი ჯერ არ არის თურქული კლინიკიდან. ერთმა ავსტრიულმა კლინიკამ მაჩალიკაშვილის მიღებაზე გუშინ თანხმობა განაცხადა, თუმცა გადატვირთულობის გამო, ჯერ უცნობია როდის შეძლებს კლინიკა პაციენტის მიღებას. ექიმის თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში მცირედი დადებითი დინამიკა გამოიკვეთა.  პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. ის ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი