სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილისთვის შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ დევნის საფუძვლად, მისი როგორც პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება გამოიყენა.
მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ აღნიშნული მუხლით დევნის წამოწყება სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ იმიჯს. მისივე თქმით ფაქტი სერიოზულ კითხვებს აჩენს ქვეყნის კონსტიტუციური ბალანსის ქმედითუნარიანობის მიმართ.