ცვლილება საჯარო სამსახურის შესახებ  კანონში -პირველი დღე

03 იანვარი 2018, 00:00 4543 ნახვა

6 თვიანი გარდამავალი პერიოდი დასრულდა, დღეიდან საჯარო სამსახურებში მოხელეთა შეფასება დაიწყება, სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის კი კლასებად დაყოფა უნდა დასრულდეს.  20 იანვრამდე საჯარო სამსახურებმა ახალი სახელფასო ბადე უნდა შეადგინონ.

ცვლილების თანახმად, განსაზღვრულია ხელფასის მინიმალური ოდენობა, ასევე დანამატების ზედა ზღვარი. რეფორმის ფარგლებში პოლიტიკური თანამდებობის პირები ვეღარ მიიღებენ პრემიებსა და დანამატებს, სხვა საჯარო მოხელეებზე კი კვლავ გავრცელდება დანამატების და ჯილდოს სისტემა, ოღონდ მკაცრად განსაზღვრული დასაბუთებით.

საჯარო სამსახურებში მოხელეთა ანაზღაურება, დაახლოებით იმდენივე იქნება, რამდენსაც აქამდე იღებდნენ, ყოველთვიური დანამატების გათვალისწინებით. ახალი სახელფასო ბადის სამართლიანად დალაგება სამსახურების უფროსებზე იქნება დამოკიდებული. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ მაგალითად აჭარის მთავრობის და ბათუმის მერიის მომავალი წლის ბიუჯეტში, სახელფასო ფონდი დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც გასულ წელს იყო, მცირედი ცვლილება გამოწვეულია თანამშრომელთა საერთო რაოდენობის შემცირებით. შესაბამისად ხელფასები ვერ გაიზრდება, თუმცა არც უნდა შემცირდეს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი