გონიოელების ნაწილი საკრებულოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა

28 ივნისი 2016, 00:00 3701 ნახვა

აქციის შეწყვეტიდან ერთ დღეში გონიოელები ისევ შეიკრიბნენ. ამჯერად ადმინისტრაციული სამართალწარმოების აქტის გასაცნობად, რომელიც ბათუმის საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიამ გამოიტანა. დოკუმენტი გონიოელების ნაწილისთვის ბარიერებს ქმნის. აქტი, რომლითაც ხელვაჩაურის კომისიის გადაწყვეტილება გაბათილდა მიწის დასაბრუნებლად სასამართლოში მოდავე ოჯახებს არ შეეხება. ასეთი გონიოს ყოფილი მეურნეობის დასახლებაში 30 ოჯახია. ისინი ჯერ დაკანონებული და შემდეგ ჩამორთმეული ტერიტორიების საკუთრებაში აღიარებას 6 წლის შემდეგაც, კვლავ სასამართლოს გზით შეეცდებიან. თუმცა ფიქრობენ, რომ ბათუმის საკრებულოს მიწის აღიარების კომიისიას შეეძლო მიღებული გადაწყვეტილება მათზეც გაევრცელებინა. სამართლებირვ მხარეებს ისინი ამ ეტაპზე იურისტებთან აზუსტებენ. კონსულტაციებს გადიან "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" იურისტთან, რომლის განმარტებითაც კანონით კომისიას მსგავსი გადაწყვეტილების უფლება ჰქონდა და იგი ყველა ოჯახს უნდა შეხებოდა. განმარტებების მისაღებად საკრებულოს მიწის აღიარების კომისიის თავმჯდომარესთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ვერ მოვახერხეთ. ყველა მხარის კომენტარს თემაზე ხვალინდელ გამოშვებებში ვრცლად შემოგთავაზებთ. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში