ვასილ მაღლაფერიძე რატიანის შესახებ მომზადებულ მასალაზე: ''სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას''

29 დეკემბერი 2017, 00:00 2464 ნახვა

დღესვე ბორდის სხდომის დაწყებისას განცხადებები გაკეთდა ზვიად რატიანის შესახებ შსს-ს მიერ მიწოდებული მასალის პირველი არხის ეთერში გასვლის თაობაზე. საუბარია ფრაგმენტულ მასალაზე, რასაც არხი არ აზუსტებდა.

ბორდისთვის ვიდეო-მასალა იყო მიუღებელი, არხის დირექტორი კი აცხადებს, რომ იღებს პასუხისმგებლობას, თუმცა რა ფორმით, უცნობია.  ზვიად რატიანი დღეს სასამართლომ დამნაშავედ ცნო. იგი 2 000 ლარით დააჯარიმეს, მას სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ უთხრა, რომ არა ახალი წელი დააპატიმრებდა კიდეც. სხდომის დაწყებამდე სოლიდარობის აქცია გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან.

პოეტი შსს-ს თანამშრომლებს, ე.წ. რეიდების დროს, ცემაში ადანაშაულებს. სამართალდამცველები კი ამტკიცებენ, რომ მათ რატიანი წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა. რატიანი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი