სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის საახალწლო ამანათების შეგზავნა დღეს დაიწყო.
კანონით განსაზღვრული წესით, ამანათების მიღება სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. 29 და 30 დეკემბერს 10:00- დან 18:00 საათამდე, ხოლო 31 დეკემბერს - 15:00 საათამდე.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენელთა გადაწყვეტილებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღების პროცესი რამდენიმე წელია მსგავსი ფორმით ხორციელდება.