აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით ბათუმზე კიდევ ერთი საიმიჯო ვიდეო-კლიპი გადაიღო. „ბათუმს“- ასე ჰქვია ვიდეორგოლს, რომლის ტექსტისა და მუსიკის ავტორი ნიაზ დიასამიძეა.
კლიპის ბიუჯეტი 30 ათასი ლარია. 2017 წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 5 საიმიჯო ვიდეო-რგოლი გადაიღო. მათი ნაწილი BBC-ის, Euronews-ის და CNN-ის ეთერშიც განთავსდა.