უხუცესთა საბჭო განცხადებას ავრცელებს

27 დეკემბერი 2017, 00:00 2231 ნახვა

პანკისის ხეობაში მცხოვრები უხუცესები აცხადებენ, რომ  პანკისში ჩატარებული სპეცოპერაცია ძალის გადამეტებით მოხდა. ამიტომ ისინი ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ და ძალოვან უწყებებს განცხადებით მიმართავენ.

მათ სპეციალური ტექსტი შეიმუშავეს, რომელშიც ნათქვამია, რომ  ისინი არ ეწინააღმდეგებიან სპეცოპერაციის ჩატარებას, მაგრამ მიუღებელია იმ ფორმებით, ჩატარება, რომელიც ადამიანის ღირსების შემლახავია, რომელიც ქალების და ბავშვების დაშინებას იწვევს.

განსაკუთრებით ხაზგასმულია, რომ შესაბამისმა სტრუქტურამ მოახდინოს გუშინდელი სპეცოპერაციის დეტალებისა  და განსაკუთრებით  სპეცოპერაციისას 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტის გამოძიება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი