ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა

26 დეკემბერი 2017, 00:00 2908 ნახვა

11-12 მარტის ბათუმის აქციის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესები სრულდება. დღეს, სამი საათი მოანდომა ბრალდების მხარემ დასკვნით სიტყვას, ხვალ და ზეგ დასკვნით სიტყვას იტყვიან ბრალდებულები. მოსამართლე განაჩენს, სავარაუდოდ იანვარში გამოიტანს. პროკურორებმა სასამართლოს გააცნეს მოწმეთა  გამოკითხვის ოქმები, ასევე ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძის ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტები, რომლებიც, მათი თქმით, კანონის შესაბამისად გამოითხოვეს ერთ-ერთი სამართალდამცველისგან.

ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ  ყველა პოსტი, რომლებსაც მერაბ ღოღობერიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებდა, ემსახურებოდა საპატრულო პოლიციის მაშინდელი ხელმძღვანელის კახაბერ ბუხრაძის დისკრედიტაციას. რაც შეეხება ირაკლი ჩხვირკიას, სახელმწიფო ბრალდების მხარის განცხადებით, ბრალდებულმა მიმდინარე პროცესები პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ დასკვნითი სიტყვა იყო არადამაჯერებელი და მათ აქვთ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოლოდინი. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი