ე.წ გაყიდული მატჩების საქმე

24 დეკემბერი 2017, 00:00 1936 ნახვა

გარიგებული მატჩების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 8 თებერვალს გაიმართება. მანამ კი ჩატარებულ პროცესზე განცხადება გაავრცელა საქალაქო სასამართლომ. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ასევე ფაქტობრივი (მტკიცებულებითი) საფუძვლები.

კერძოდ, ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლისა და მიმალვის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ ვაჟა კვარაცხელიას, თემურ დათიკაშვილს და ზაზა მაჩალაძეს .-ს მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გამოიყენა. რაც შეეხება ბრალდებულებს, ირაკლი და დავით ბერიშვილებს, სასამართლომ მათ მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - გირაო, პატიმრობის უზრუნველყოფით შეარჩია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი