ბათუმში თამარის დასახლებაში, დაახლოებით ერთი საათის წინ მომხდარი ინციდენტისას მამა - შვილი დაჭრეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების განცხადებით სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, საქმე 117-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე. მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.