პედაგოგთა მეოთხე რეგიონული კონფერენცია გაიხსნა. პროგრამა 18 მიმართულებით პლენარულ და სექციურ მოხსენებებს ითვალისწინებს. 228 პედაგოგიდან 96 მონაწილე შეირჩა, რომლებიც ორი დღის განმავლობაში მოხსენებების პრეზენტაციას გააკეთებენ.
კონფერენცია, რომელსაც აჭარის განათლების ფონდი ატარებს მიზნად მასწავლებელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს, სკოლაში ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვის პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარებას, ასევე სკოლებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის სწავლების გამოცდილების გაზიარებას და განათლების მართვის სფეროში აქტუალური საკითხების, მართვის წარმატებული მაგალითების გაზიარებას.