‘’ქუჩის ბიჭია თანამდებობისთვის შეუფერებელი’’ - ელგუჯა ბაგრატიონი

21 დეკემბერი 2017, 00:00 4087 ნახვა

‘’გუშინ პარლამენტში ქუჩური მენტალიტეტის მქონე ადამიანის საქმის გარჩევა ვიხილეთ’’ - ასე გამოეხმაურა უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, გიორგი კვირიკაშვილსა და ნიკა მელიას შორის არსებულ დაპირისპირებას. ‘’ერთიანი ნაციონალური’’ მოძრაობის წევრი ქვეყნის პრემიერს ტერმინოლოგიას უწუნებს და ამბობს, რომ  მტავრობის ხელმძღვანელი ასე არ უნდა საუბრობდეს.

‘’ვერ აცნობიერებს, რომ  დიდი პასუხისმგებლობა აქვს და  ოპონენტები კითხვებს დაუსვამენ. პრემიერი თავიდან მშვიდად პასუხობდა, გაბრაზდა როცა უთხრეს რომ ნომინალური პიროვნებაა, ამან გააღიზიანა.  ეწყინა რადგან შეახსენეს მხოლოდ რამდენიმე თვე გაქვს დარჩენილიო. გამოჩნდა, რომ კომფორტს და პრემიერის სავარძელს არის მიჩვეული" - ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.

ნაციონალური მოძრაობის წევრი  დეპუტატებს კითხვით მიმართავს.  ემიჯნებიან თუ არა ისინი გიორგი კვირიკაშვილის ამ ქცევას? თუ მოსწონთ მიდგომა, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრი ჯერ ადამიანია და შემდეგ პრემიერი.

ოპოზიციონერი დეპუტატი გია აბულაძე კი ამბობს, რომ  ‘’ქართული ოცნება’’ ელემენტარულ გამოწვევებს  ვერ ართმევს თავს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი