უკვე ერთი საათია, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს. გიორგი მარგველაშვილი მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.
დღესვე, კანონპროექტზე სასაუბროდ, პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს წევრებს შეხვდება.