მოგერინის სტრატეგია

27 ივნისი 2016, 00:00 2417 ნახვა

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ახალი საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის ეგზემპლარები გადაუგზავნა. მოგერინი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს აღნიშნულ სტრატეგიას მიმდინარე კვირაში, ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე გააცნობს. ''მიზანი და ჩვენი კავშირის არსებობაც ეჭვქვეშ დგება. მაგრამ ჩვენს მოქალაქეებსა და მსოფლიოს, როგორც არასდროს, სჭირდება ძლიერი ევროპული კავშირი. ძნელ დროს ძლიერი კავშირი ეს არის ის, რომელიც აზროვნებს სტრატეგიულად, იზიარებს ხედვებს და მოქმედებს ერთობლივად. ეს კიდევ უფრო მეტად აქტუალურია ბრიტანული რეფერენდუმის შემდეგ'', - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ამავე კატეგორიაში