აჭარის განათლების მინისტრის მოადგილეების პოსტები ამ დრომდე ვაკანტურია

15 დეკემბერი 2017, 00:00 3244 ნახვა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეების პოსტები ამ დრომდე ვაკანტურია. სულიკო თებიძემ და მირიან ქათამაძემ თანამდებობები წინასაარჩევნოდ, დაახლეობით 4 თვის წინ დატოვეს, თუმცა მათი შემცვლელები მინისტრს ჯერ არ დაუნიშნია. ინგა შამილიშვილი ამბობს, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს, მაგრამ ვის კანდიდატურას განიხილავენ მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მას არ დაუკონკრეტებია.

ვაკანტურია ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი. რამდენიმე კვირის წინ ლელა სურმანიძე ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა. სამინისტროში კი ამ ეტაპისთვის, კანდიდატი არ აქ შეურჩევიათ. სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი მოადგილეების სამი ადგილია ვაკანტური. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კანდიდატურების შერჩევის ეტაპზე არიან. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი