ახალრეაბილიტირებული სულაბერიძის ქუჩის პრობლემები

14 დეკემბერი 2017, 00:00 3609 ნახვა

ქუჩის რეაბილიტაცია უსინათლოთა ინტერესების გათვალისწინების გარეშე – კეთილმოწყობილ სულაბერიძის ქუჩაზე, უსინათლოთა ბილიკზე წყალარინების ჭა ტროტუარს სიმაღლეში დაახლოებით 30 სანტიმეტრით სცდება – ანუ უსინათლო და ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის მარტივად რომ ვთქვათ, ამ მონაკვეთში გადაადგილება და ამ ბილიკით სარგებლობა სახიფათოა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ხიფათს უქმნის ბილიკებზე წარმოქმნილი ბარიერები, ელექტროენერგიის ბოძები და ხეები. დარღვეული სტანდარტები და გულგრილი დამოკიდებულება – ვინ ასრულებს, ვინ იბარებს და ვინ არის პასუხისმგებელი მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე – ქეთი ბოლქვაძე მოგვიყვება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი