ექსკურსია ხანდაზმულებისთვის

26 ივნისი 2016, 00:00 2858 ნახვა

''ხანდაზმულთა გაძლიერებისა და უფლებების დაცვის კამპანიის''' ფარგლებში დღეს ექსკურსია მოეწყო. ცენტრის 40-მდე ბენეფიციარმა ბათუმის ღისშესანიშნაობები დაათვალიერა. გაისეირნეს ბულვარში და სტუმრობდნენ მხარეთმცოდნეობის მუზემსა და დელფინარიუმს. პროექტის ფარგლებში, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები იმართება, ასევე ტარდება ტრენინგები მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება კი ბენეფიციართათვის იურიდიული დახმარების გაწევაა. ''ხანდაზმულთა გაძლიერებისა და უფლებების დაცვის კაპმანია'' თითქმის ერთი წლის წინ დაიწყო. პროექტს ''დემოკრატიის ინსტიტუტი'' პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში