ექნება თუ არა ქალაქს 34 თვეში სტადიონი - მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმებულია

14 დეკემბერი 2017, 00:00 7334 ნახვა

ბათუმის სტადიონის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. ახალ საფეხბურთო მოედანს შპს ‘’ანაგი’’ ააშენებს.

დოკუმენტს ხელი შპს ‘’სტადიონის’’ დირექტორმა სულხან ხალვაშმა და ''ანაგის'' დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა მოაწერეს.

ქალაქს ახალი სტადიონი ხელშეკრულების გაფორმებიდან 34 თვეში ექნება. მშენებლობისთვის 99 448 408, 56 ლარი  დაიხარჯება.  ის UEFAS- ს მეოთხე კატეგორიის სტანდარტებით აშენდება. საფეხბურთო სტადიონი 20 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი.

სტადიონი  ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე აშენდება. კომპანიაში ამბობენ, რომ სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებენ.

ამავე კატეგორიაში