აჭარის ბიუჯეტი საკანონმდებლო ორგანომ წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს

13 დეკემბერი 2017, 00:00 3438 ნახვა

2018 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის შესწორებულ ვარიანტს  აჭარის მთავრობა უმაღლეს საბჭოს დღის ბოლომდე გადაუგზავნის. საკანონმდებლო ორგანომ ბიუჯეტი წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.  დეპუტატების შენიშვნების გასაცნობად და ცვლილებების პროექტში ასახვისთვის აღმასრულებელ  ხელისუფლებას  ათი  დღის  ვადა  ჰქონდა. დეპუტატების შენიშვნები და რეკომენდაციები ძირითადად მუნიციპალიტეტებისთვის ტრანსფერების შემცირებას უკავშირდება, საფინანსო კომისია თანხის გაზრდას ითხოვს.  

ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით 30 შენიშვნა ჰქონდა მმართველ გუნდს. დეპუტატები სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროგრამების დახვეწას და აზიური ფაროსანას შესაწამლი აპარატის რაოდენობის გაზრდას ითხოვენ. ნაციონალურ მოძრაობას ეკომიგრანტებისთვის სოციალური სახლების მშენებლობის  რეკომენდაცია აქვს, რადგან პროგრამით გათვალისწინებული თანხა - 25 ათასი ლარი მათი შეფასებით საკმარისი არ არის. შენიშვნა უკავშირდება ბიუროკრატიულ ხარჯებსაც, ოპოზიცია თანხის შემცირებას ითხოვს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი