მერაბ ღოღობერიძე აჭარაში მთავრობის თავმჯდომარის არჩევის წესთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს

12 დეკემბერი 2017, 00:00 2839 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი, ბათუმის აქციების ორგანიზებაში ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე აჭარაში მთავრობის თავმჯდომარის არჩევის წესთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებელს აჭარის ტელევიზიასა და რადიოს წერილობით მომართა. წერილი გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და წევრებს.

ღოღობერიძე ასევე აცხადებს, რომ პენიტენციალურ დაწესებულებაში მყოფი 7 ათასამდე ბრალდებულს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განხილვებში მონაწილეობა არ მიუღიათ. ღოღობერიძის განცხადებით, მას ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებლებს რეგიონის პირველი პირის არჩევა  პირდაპირი წესით უნდა შეეძლოთ და არა ხმოსნების საშუალებით. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი