ახვლედიანის 12 ნომერში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

11 დეკემბერი 2017, 00:00 3215 ნახვა

ახვლედიანის  12 ნომერში სადაც გუშინ აფეთქება მოხდა ექსპერტ-კრიმინალისტები დღესაც მუშაობენ. ოფიციალური ვერსია რა გახდა აფეთქების მიზეზი ამ დრომდე არ სახელდება. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საცხოვრებელი სახლის ფასადი დამცავი ბადით შეფუთეს. ადგილზე რჩება საპატრულო პოლიცია.

დაზარალებულთა ნაწილმა შეძლო შიდა ტერიტორიიდან ნივთების ნაწილის გამოტანა.  ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვეტილი აქვს ახვლედიანისა და მიმდებარე ქუჩების 120 აბონენტს. ‘სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას’’ ინფორმაციით,   გაზის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება. კომპანიის დირექტორი აფეთქების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვას ასახელებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი