დეკემბრის ბოლომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. იმის გამო, რომ მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთა რაოდენობა დიდია სამუშაო დღეებისა და საათების რაოდენობა გაიზარდა. თბილისის და რუსთავის ფილიალები 09:30 საათიდან 22:00 საათამდე მუშაობენ, ხოლო ხვალიდან საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ რეგიონის ფილიალები ხოლო კვირა დღეს -10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
შეგახსენებთ 2018 წლის 1 იანვრიდან იურიდიული ძალა ეკარგება 2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს. აღნიშნული ცვლილება არ ეხება მართვის მოწმობის თანამედროვე სტანდარტების პლასტიკურ ბარათებს.