მსახიობი დიმიტრი ჯაიანი გარდაიცვალა

09 დეკემბერი 2017, 00:00 3250 ნახვა

67 წლის ასაკში მსახიობი დიმა ჯაიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ გაავრცელა. დიმა ჯაიანი სენაკში, 1950 წლის 20 აგვისტოს დაიბადა. 1973 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობით. 1973 წლიდან იყო სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი.

შესრულებული აქვს არაერთი საინტერესო როლი. მან1998 წელს მიიღო ღირსების ორდენი; 1995 წელს სახელმწიფო პრემია, ხოლო 1989 წელს მიიღო საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტის წოდება. 2013 წლიდან დიმა ჯაიანი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა კულტურის მინისტრი იყო

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი