საპატრიარქოს განცხადება

09 დეკემბერი 2017, 00:00 2351 ნახვა

"სამი ახალგაზრდის მკვლელობამ მთელი ქვეყანა შეძრა და ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ უბიძგა." ეს საპატრიარქოს განცხადებაა. საქართველოს სამოციქულო ეკლესია გასულ კვირას თბილისსა და წყალტუბოს რაიონში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. “ფაქტია, რომ არსებული სიტუაცია რთულია, რადგანაც ამის გამომწვევი არაერთი მიზეზი არსებობს; ეს კი პრობლემებისადმი კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. ვფიქრობთ, აუცილებელია სკოლაში შემეცნებითი საუბრების რეგულარულად ჩატარება, სხვადასხვა წრეებში მოზარდების გაერთიანება, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის უფრო მეტად ხელშეწყობისთვის სპორტული აღზრდის გაკვეთილების საათების გაზრდა.

აუცილებელია შეურაცხმყოფელი და უხამსი გამოთქმების, ძალადობის შემცველი გადაცემებისა და ფილმების საერთაშორისოდ მიღებულ სტანდარტებში მოქცევა და დღეს არსებული განუკითხავი მდგომარეობის შეცვლა. აუცილებელია ქუჩაში უკონტროლოდ მყოფი მოზარდების პრობლემის მოგვარება და სხვა. საქართველოს ხელისუფლებასა და, პირველ რიგში, განათლების სამინისტროს გვინდა განვუცხადოთ, რომ საქართველოს ეკლესია მზად არის, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სხვა რელიგიების წარმომადგენლებთან ერთად თავისი წვლილი შეიტანოს მოზარდთა აღზრდის საკითხებთან დაკავშირებული ვითარების გაუმჯობესებაში. ნათქვამი განცხადებაში

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი