შს სამინისტროში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს არ დაუდასტურეს ინფორმაცია "ლეოგრანდის" საქმეზე ვინმეს დაკავების შესახებ.
შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილ ხანძრის საქმეზე გამოძიება გრძელდება და ექსპერტიზა ჯერ არ დასრულებულა.
დღეს, ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმში სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილ ხანძრის საქმეზე გამოძიებამ სასტუმროს რამდენიმე თანამშრომლის პასუხისგებაში მიცემის გადაწყვეტილება მიიღო.