ჯელალ ქიქავამ ლეიბორისტული პარტია დატოვა - გადაწყვეტილება აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გუშინ მიიღო. მოტივად - თვითმმართველობის არჩევნებზე ელექტორატის დაბალ აქტივობას ასახელებს.
ჯელალ ქიქავა აცხადებს, რომ ის ტაიმაუტს იღებს და პოლიტიკაში უპარტიო სტატუსით დაბრუნდება. ქიქავა კონკურს აცხადებს აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე. ირწმუნება, რომ პარტიიდან წასვლა ლიდერთან - შალვა ნათელაშვილთან შეათანხმა. ქიქავა ბოლო ორი წელია რაც აჭარაში პარტიის სახეა, ის მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის მერობისთვის 8 კანდიდატთან ერთად იბრძოდა.