ოპოზიცია ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე

12 აპრილი 2016, 00:00 5064 ნახვა
00:00
00:00

ქობულეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შეჩერების მიზეზებზე საუბრობენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. რეზო ხარაზის თქმით, 2013 წელს დაწყებული წყლის გამწმენდი ნაგებობის პროექტის ჩავარდნაში კორუფციული ნიშნები იკვეთება. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ქვეყნიდან წავიდა და თანხა გაიფლანგა. ქობულეთის გამგეობაში განმარტავენ, რომ კომპანიასთან ხელშეკრულება ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეწყდა. ირაკლი ცეცხლაძის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებული ახალი კომპანია სამუშაოებს მალე განაახლებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი