სუსი: ''სპეცოპერაციისას ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა''

01 დეკემბერი 2017, 00:00 3838 ნახვა

როგორ მოხვდნენ ლიკვიდირებული პირები საქართველოში? როგორ გადმოკვეთა, უკვე ორი წელია საერთაშორისო ტერორიზმის შავ სიაში შეყვანილმა ახმედ ჩატაევმა საქართველოს საზღვარი? საიდან და რა წარმომავლობის შეიარაღება ჰქონდა მას? ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რაც თბილისში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის ირგვლივ კვლავ რჩება პასუხგაუცემელი. ოფიციალური ინფორმაციით, “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლმა ჩატაევმა სპეცოპერაციისას ბინაში თავი აიფეთქა. ჯერ-ჯერობით არაა დადგენილი კიდევ ორი ლიკვიდირებული პირის ვინაობა.

მოკლედ, კონტრტერორისტული ოპერაციის შესახებ სუს-ში ჩატარებული მორიგი ბრიფინგიდან ცნობილი მხოლოდ ეს დეტალები გახდა,  ასევე ის რომ, ოფიციალური ინფორმაციით ქობულეთში დაკავებულ ქალს, არ აქვს კავშირი თბილისის სპეცოპერაციასთან. ოფიციალური განცხადების გავრცელებამდე სუს-ის უფროსმა გამოთქვა ეჭვი, რომ ლიკვიდირებულებს შორის ერთ-ერთი ჩატაევია, მორიგი ეჭვი კი ახლა უკვე შინაგან საქმეთა მინისტრმა გაავრცელა, გახარია ფიქრობს, რომ შესაძლოა სპეცოპერაციის სამიზნე პირებმა საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთეს. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი