მარიხუანის დეკრიმინალიზაცია - გამოხმაურება მსოფლიო მედიაში

01 დეკემბერი 2017, 00:00 2768 ნახვა

''საქართველოში ლეგალიზებულია  მარიხუანა”-წერს აზერბაიჯანული გამოცემა "ჰაქინი". ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ  პარტია "გირჩის" სარჩელი დააკმაყოფილა და  მარიხუანის მოხმარებისთვის  მოქმედი სისხლის სამართლის  სასჯელი გააუქმა. აზერბაიჯანული  გამოცემა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსზე დაყრდნობით წერს, რომ  მარიხუანის განმეორებითი მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაულია,  რომელიც არ ითვალისწინებს პატიმრობას.

საქართველოში მარიხუანის მოხმარების ნება დართეს”-წერს რუსული გამოცემა  "მირ-24".  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის სასჯელი კანაფისა და მარიხუანის მოხმარებისთვის -აღნიშნავს და ხაზს უსვამს, რომ  სარჩელის მოპასუხე მხარემ-საქართველოს პარლამენტმა-  ვერ შეძლო მტკიცებულებების  წარდგენა, რომლებიც დაარწმუნებდა სასამართლოს  იმაში, რომ  მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ პირის მიერ დანაშაულიებრივი ქმედებების ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ჩადენის საფრთხე იზრდება.  საქართველოს პარლამენტმა ასევე ვერ დაარწმუნა სასამართლო იმაში, რომ მარიხუანა მომხმარებელს სხვა ნარკოტიკული  ნივთირებების მოთხოვნილებას უყალიბებს.

,,კანაფისა და მარიხუანას მოხმარება უკვე აღარ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, ვინაიდან არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის  მე-16-ე მუხლს, რომლის თანახმად თითოეულ მოქალაქეს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება აქვს”- წერს რუსული გამოცემა "იზვესტიე". გამოცემის თანახმად, პარტია "გირჩმა" სასამართლოს გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა.  ,,მოსარჩელემ შეძლო იმის დამტკიცება, რომ  მარიხუანის მოხმარება შეიძლება როგორც სამედიცინო, ასევე გართობის მიზნით”. რუსული გამოცემა კანადის პარლამენტის მიერ 28 ნოემბერს მარიხუიანის ლეგალიზაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას  ისხენებს და ასევე აღნიშნავს, რომ ნევადა ამერიკის მეხუთე შტატი გახდა, სადაც  მარიხუანის შეძენა რეკრეაციული მიზნებისთვის დაუშვეს. 

ამავე კატეგორიაში