ააშენებს თუ არა შპს ''ანაგი'' ბათუმში სტადიონს

30 ნოემბერი 2017, 00:00 3943 ნახვა

შპს სტადიონის სატენდერო კომისია კვლავ დოკუმენტების გადარჩევის პროცესშია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე განთავსებული დოკუმენტების მიხედვით, სტადიონის მშენებლობის ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი შპს "ანაგმა" დააფიქსირა

ტენდერში გამარჯვებული კომპანია, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში დასახელდება. სატენდერო კომისიამ, დამატებით, 5 სამუშაო დღე მოითხოვა იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა სატენდერო დოკუმენტაციას კომპანია '' ანაგის''  მიერ წარდგენილი დოკუმენტები.

კომისიის მიერ ატვირთულ ოქმში წერია, რომ  უმცირესი ფასის მქონე პრეტენდენტი მიერ, სატენდერო წინადადების მიღებისთვის წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეადგენს 4500 გვერდს და დოკუმენტაციის სრულყოფილად შესწავლისთვის დამატებით დრო სჭირდებათ. 

თუ კომპანიას ყველა დოკუმენტი ტენდერის მოთხოვნების შესაბამისად აქვს წარდგენილი, გამოვლინდება გამარჯვებული, შესაძლოა, სატენდერო კომისიამ  დასაზუსტებლად სხვა საბუთების წარდგენა ​მოითხოვოს

თუ ხარვეზები დაფიქსირდა, სტადიონის მშენებლობის პრეტენდენტი ის კომპანია იქნება, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა სატენდერო შეთავაზების მიხედვით. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი