დღეს დაკრძალავენ 22 წლის ბექა შატაკიშვილსაც. იგი ტრაგედიის ღამეს ლეოგრანდის სავარჯიშო დარბაზში იმყოფებოდა. გარდაცვლილებს შორის ბექა ყველაზე ახლაგაზრდაა. ახალგაზრდა ბათუმის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა და, პარალელურად, ღვთისმშობლის სახელობის ბათუმის ტაძრის სტიქაროსანი იყო. მან სკოლაც ბათუმში დაამთავრა.
დაღუპულის ოჯახს გუშინ მთავრობის წამრომადგნელებმა მიუსამძიმრეს. გორის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში პანაშვიდი, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ გადაიხადა.