სასტუმრო “ლეოგრანდში” დაღუპულ ორ ახალგაზრდას დღეს დაკრძალავენ. ზაურ აბულაძე წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის ტაძარში რამდენიმე წუთის წინ დაასვენეს. დეკანოზი ანდრია თურმანიძე პანაშვიდს გადაიხდის. ზაურ აბულაძე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, იგი აისაფის მისიაში მონაწილეობდა.
ბექა შატაკიშვილს კი გორში დაკრძალავენ. იგი ბათუმში სასულიერო სემინარიის სტუდენტი და ღვთისმშობლის ტაძრის სტიქაროსანი იყო.
24 ნოემბერს ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაჩენილ ხანძრს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძრის დროს დაღუპული რვა ახალგაზრდა უკვე დაკრძალეს, ირანის მოქალაქე კი სამშობლოში გადაასვენეს.
განახლებული: