სასტუმრო ''ლეოგრანდში'' დაღუპულ ორ ახალგაზრდას ხვალ დაკრძალავენ

29 ნოემბერი 2017, 00:00 3209 ნახვა

სასტუმრო “ლეოგრანდში” დაღუპულ ორ ახალგაზრდას ხვალ დაკრძალავენ. ზაურ აბულაძეს ბათუმში, ბექა შატაკიშვილს კი გორში. დღეს მის ოჯახს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თავდაცვის, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრებმა მიუსამძიმრეს.

ზაურ აბულაძე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, იგი აისაფის მისიაში მონაწილეობდა,  ბექა შატაკიშვილი კი ბათუმში სასულიერო სემინარიის სტუდენტი და ღვთისმშობლის ტაძრის სტიქაროსანი იყო.

24 ნოემბერს სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სასტუმროში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. პროკურატურა მომხდარი ფაქტის ირგვლივ შეგროვებული მტკიცებულებების კვლევას იწყებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი