საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტი იმყოფება. პაველ ფილიპს გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა, გაკეთდა განცხადებებიც.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ხელი მოაწერეს კონვენციას "საქართველოს მთავრობასა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" და ორი ქვეყნის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროების თანამშრომლობის შესახებ.